მისი თქმით, დღეს ყველა უკრაინელის საერთო მიზანი და ოცნება უკრაინის თავისუფლება და გამარჯვებაა.
“დღეს ყველა უკრაინელი ერთად ვართ. ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ შობას, როგოც ერთი დიდი ოჯახი, ერი და ქვეყანა. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენი ლოცვა უფრო ძლიერი იქნება. ხალხის ლოცვა – ის გააერთიანებს მილიონობით ხმას, ისე როგორც არასდროს.
ეს არის შობა, რომელსაც აქვს განსხვავებული განწყობა, კონტექსტი და გემო. საოჯახი ვახშამი არ არის ისეთი, როგორც ყოველთვის, რადგან ყველა ჩვენგანი არ იმყოფება სახლში და ყველა ჩვენგანს არ აქვს სახლი. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა არა ის, თუ როგორი კერძებია სუფრაზე, არამედ როგორი ადამიანები არიან მაგიდის გარშემო და რამდენად ძვირფასია, როცა ისინი ჩვენთან ახლოს არიან.
დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ როგორ ვრთავთ ჩვენს სახლებს, არამედ ის, თუ როგორ ვიცავთ მას და ვანადგურებთ მტერს ჩვენი სახლიდან. გვიხარია, როცა საღამოს ცაზე პირველ ვარსვლავს ვამჩნევთ და ვერ ვხედავთ მტრის რაკეტებს ან დრონებს.
საბოლოოდ, სიბნელე წააგებს. ბოროტება წააგებს. დღეს ჩვენი საერთო მიზანი, ოცნება ჩვენი თავისუფლება და უკრაინის გამარჯვებაა. გამარჯვება იმ დღისთვის, როცა ჩვენ ყველას შეგვეძლება მშვიდობიანად სახლში შეკრება შობის დღესასწაულისთვის და შეგვეძლება ერთმანეთს ვუთხრათ: “ქრისტე იშვა!” – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.