ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, გუნდმა, “ქართული ოცნების” რიგები ოფიციალურად დატოვა.
სპეციალური განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
ტრიბუნასთან ბექა ლილუაშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანნა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მალხაზ ქვრივიშვილი გამოვიდნენ.
გახარიას კადრებიდან საპარლამენტო გუნდი 6-მა პირმა დატოვა. აღსანიშნავია, რომ მიხეილ დაუშვილს კორონავირუსი აქვს და ის ამ მიზეზით არ იმყოფებოდა ბრიფინგზე.
აღსანიშნავია, რომ 6 დეპუტატი პარლამენტში ახალი ფრაქციის შესაქმნელად საკმარისია, თუმცა ახალი რეგლამენტის თანახმად, მათ დამოუკიდებელ დეპუტატებად მოუწევთ საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა.