ოზურგეთის #9-ე ბაღის ორ თანამშრომელს, კორონავირუსი დაუდასტურდა

ოზურგეთის #9-ე საბავშვო ბაღის ორ  თანამშრომელს, დიეტმედდას და  ძიძას, კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ დაუდასტურა.

” 2-ე საჯარო ბაღის შემდეგ, კორონავირუსი 9-ე საბავშვო ბაღის თანამშრომლებსაც დაუდასტურდათ. ინფიცირებულია დიეტმედდა და ძიძა. შესაბამისად ბაღში საამღზრდელო პროცესი შეჩერებულია.”- გვითხრა ქუტიძემ.

ოზურგეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share