”ივანიშვილი “ოცნების” ლიდერების მოჭიმვის აუცილებლობის წინაშეც დადგა: ღიად და გაჭრილად თქვა – უჩემოდ თავკონტროლს ვეღარ უწევენო”

პოლიტილოგი, ხათუნა ლაგაზიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

”მდაა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებას.
არც ერთი კვლევა არ აჩვენებდა ამის საჭიროებას, არც ჯერ კიდევ დაქსაქსული და სუსტი ოპოზიცია.
გამოვრიცხე კიდეც ფაქტობრივად მისი დაბრუნება რამდენიმე დღეის წინ “ფორმულას” ეთერში.
შემეშალა, ვაღიარებ, თუმცა ზედაპირზე არსებული მოცემულობა პოლიტსივრცეში და კვლვევებიც ჩემს ვერსიას უმაგრებდა მხარს. ვუსმენ ჩემს კოლეგებს და მათთვისაც ივანიშვილის დაბრუნება ლამის ისეთივე მოულოდნელობა იყო, როგორც 2016 წელს ამერიკის არჩევნებში ტრამპის გამარჯვება ამერიკელი ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობისთვის.
მეტსაც გეტყვით, ივანიშვილის დაბრუნება “ოცნების” ლიდერებისთვისაც მოულოდნელი იყო .
ნუ მოკლედ, ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა: ფაქტი ის გახლავთ, რომ “ოცნებას” ოპოზიციაზე ნაკლებად სჯერა თურმე 2024 წლის არჩევნებში საკუთარი უპირობო გამარჯვების.
ნუ, როგორც ჩანს, ივანიშვილი “ოცნების” ლიდერების მოჭიმვის აუცილებლობის წინაშეც დადგა: ღიად და გაჭრილად თქვა – უჩემოდ თავკონტროლს ვეღარ უწევენო .
 ჰო, ნუ ოპოზიციისთვის ეს გამოწვევააცაა და შესაძლებლობაც ან მთლად ჩამოიშლებიან ან მეტად მობილიზდებიან.” – წერს ლაგაზიძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share