ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, მზადაა, უკრაინის სამხედრო ძალების მებრძოლი ტყვეები გაათავისუფლოს, თუ თავის ოჯახის წევრებსა და ცხენებზე სანქციები მოიხსნება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად – ამის შესახებ კადიროვმა ამერიკელ დაზვერვის ოფიცერ სკოტ რიტერთან განაცხადა.
„ჩვენ გვყავს ტყვეები, რომლებიც დონეცკში, ლუგანსკის რაიონებში დავიჭირეთ. მე გადავცემ ჩვენს სტუმარს [სამხედრო ტყვეთა სიას] თუ გააუქმებენ სანქციებს დედაჩემზე, ჩემს ქალიშვილებზე, უდანაშაულო ადამიანებზე, ცხენებზე… მაშინ ამ ადამიანებს გავათავისუფლებთ,“ – თქვა კადიროვმა და აღნიშნა, რომ იგი საკუთარ თავზე სანქციების მოხსნას არ ითხოვს.
მისივე თქმით, იგი მზადაა 20 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლოს, თუმცა მას დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვინ უნდა მოხსნას შეზღუდვები ტყვეების გათავისუფლებისთვის.