მწერალ ბორის აკუნინზე [გრიგორი ჩხარტიშვილი], რუსეთმა ძებნა გამოაცხადა. რუსეთის შსს-ს ცნობით, აკუნინი სისხლის სამართლის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნება, თუმცა მუხლი მითითებული არ არის.
შეგახსენებთ, ძებნის გამოცხადებამდე რუსეთმა აკუნინი “უცხოელ აგენტად” გამოაცხადა, “ექსტრემისტებისა და ტერორისტების” რეესტრში შეიყვანა და მის ნაწარმოებებზე შექმნილი სპექტაკლები გააუქმა
აკუნინი გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს. მან რუსეთი 2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და დონბასში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვა.