ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შვილმა, 16 წლის ადამ კადიროვმა დუბაიში გამართულ ე.წ. UAE SWAT Challenge-ის შეჯიბრზე, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია, მედალი მიიღო.
ამ შეჯიბრის მეოთხე დღეს საუკეთესო შედეგი ახმატის გუნდმა აჩვენა, რომელიც ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური პოლკის მებრძოლებისგან შედგებოდა.
The UAE SWAT Challange – არაოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატია ძალოვანი სტრუქტურების სპეცრაზმებს შორის. მას სპეცრაზმის ოლიმპიადას უწოდებენ. მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნების სპეციალური ძალების წარმომადგენლები იღებენ და გუნდები ერთმანეთს ტაქტიკური უნარების გამოყენებაში, ინტელექტუალურ კონცენტრაციასა და ფიზიკურ გამძლეობაში ეჯიბრებიან.
ადამ კადიროვი, რომელსაც შეჯიბრში მონაწილეობა არ მიუღია, ჯილდოს ასაღებად სცენაზე პირველი ავიდა. ვიდეოს ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი აქვეყნებს და წერს, რომ ადამ კადიროვი ახმატის მებრძოლებს დუბაიში გამართულ შეჯიბრზე “მხარს უჭერდა”.
სახელმწიფო სააგენტო გროზნო-ინფორმის თანახმად, ჩეჩნეთის ლიდერი შვილი დაჯილდოებაზე წარმოდგენილი იყო, როგორც “უშიშროების დეპარტამენტის უფროსი”. ეს თანამდებობა ადამ კადიროვმა გასული წლის შემოდგომას მიიღო, მას შემდეგ, რაც წინასწარი დაკავების იზოლატორში ყურანის დაწვისთვის დაკავებულ ნიკიტა ჟურავიელს სცემა.