ჩოხატაური-ბახმაროსა და ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ასევე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, – წერია განცხადებაში.