უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი დანიშნა.
ზელენსკიმ ტელეგრამარხით ვიდეო გაავრცელა:
“დღეიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას ახალი მმართველი გუნდი ჩაიბარებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ათობით საუბარი ჰქონდა სხვადასხვა დონის მეთაურთან, კერძოდ ბრიგადის გენერლებთან ანდრეი იგნატოვთან, მიხაილ დრაპატისთან, იგორ სკიბიუკთან და პოლკოვნიკებთან პაველ პალისასთან და ვადიმ სუხარევსკისთან.
“ყველანი არმიაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე განიხილებიან და გამოცდილი უკრაინელი მეთაურის ხელმძღვანელობის ქვეშ იმსახურებენ. მას აქვს თავდაცვის წარმატებული გამოცდილება – ჩაატარა კიევის თავდაცვითი ოპერაცია. ასევე აქვს წარმატებული გამოცდილება შეტევაში – ხარკივში განთავისუფლების ოპერაცია”, – განაცხადა ზელენსკიმ სირსკიზე.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის შეხვდა. როგორც მათი სოციალური ქსელების პოსტებიდან ჩანს, ზელენსკიმ და ზალუჟნიმ შეიარაღებულ ძალებში ცვლილებები განიხილეს.
“მადლობა გადავუხადე ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაცვისთვის. განვიხილეთ, რა განახლებებს საჭიროებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. ასევე განვიხილეთ, ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებულ ხელმძღვანელობაში. ასეთი განახლების დრო ახლაა.
ვალერი ფიოდოროვიჩს გუნდში კვლავ ყოფნა შევთავაზე”, – დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინულ და საერთაშორისო მედიაში უკვე დიდი ხანია წერენ, რომ ვალერი ზალუჟნის შეცვლა იგეგმება.
თებერვლის დასაწყისში წერდნენ, რომ ზალუჟნის შეცვლის გეგმის შესახებ უკრაინის ხელისუფლებამ თეთრ სახლს შეატყობინა.
Reuters წერდა, რომ გენერალ ვალერი ზალუჟნის გადაყენება, რომელსაც პრეზიდენტთან რიგ საკითხებზე კონფლიქტი ჰქონდა, მოჰყვება უკრაინის გასული წლის კონტრშეტევას, რამაც ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი დაბრუნება დაბრუნება ვერ უზრუნველყო.
ზელენსკის ოფისთან დაახლოებულმა წყარომ თქვა, რომ ზელენსკი და ზალუჟნი ვერ თანხმდებოდნენ ახალ სამხედრო მობილიზაციასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი ეწინააღმდეგებოდა ზალუჟნის წინადადებას 500 000 ახალი ჯარისკაცის მობილიზაციასთან დაკავშირებით. როგორც წყაროები ამბობენ, ზელენსკის მიაჩნდა, რომ შეიარაღებულ ძალებში საკმარისი