კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სომხეთში შესაძლო ვიზიტისთვის საჭიროა კონკრეტული გარანტიების მიღება.
სომხეთმა გასულ წელს დაიწყო რომის სტატუტის რატიფიცირება, 2024 წლის თებერვლიდან კი მას უკვე შეუერთდა. რომის სტატუტი არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) წესდება. ICJ-ის გაცემული აქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი. მას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების დეპორტაცია ედება ბრალად. შესაბამისად პუტინი 120 ქვეყანაში ძებნილი გახდა.
“ჩვენ უკვე ვთქვით, რომ, უსიტყვოდ, ახალ რეალობას, რომელიც დაკავშირებულია სომხეთის ამ საერთაშორისო სტატუტში გაწევრიანებასთან, რა თქმა უნდა, შეუძლებელია არ ჰქონდეს ნეგატიური გავლენა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან გარკვეული გარანტიების მიღება ჩვენი სომეხი პარტნიორებისგან. ეს საკითხი ჯერ კიდევ უნდა გადაწყდეს ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, რასაც ვაპირებთ”. – თქვა პესკოვმა.
ტრადიციულ მოკავშირეებს, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ გაუარესდა. ერევანში მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა და ОДКБ-მ მთიან ყარაბაღთან მიმართებაში უმოქმედობა გამოიჩინეს. პარალელურად, კრემლში უკმაყოფილო არიან, რომ სომხეთი ევროკავშირთან კავშირებს ამყარებს და მეტიც, შეურთდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტს.