გურია ახალი გუბერნატორის მოლოდინში? – ვინ ჩაანაცვლებს გიორგი ურუშაძეს

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერის ცვლილება, უახლოეს პერიოდში, შესაძლოა რეგიონებზეც აისახოს და მას სხვადასხვა მხარეებში გუბერნატორების ცვლილებები მოყვეს.

როგორც “გურიის მოამბეს” გურიის სამხარეო ადმინისტრაციიდან არაოფიციალურად აცნობეს, გიორგი ურუშაძის წასვლა თითქმის გადაწყვეტილია და მისი ადგილმონაცვლე, დიდი ალბათობთ, გურიის ყოფილი გუბერნატორი და მოქმედი სამაშველო დეპარტამენტის უფროსი, მერაბ ჭანუყვაძე იქნება.

რედაქციასთან საუბარში ჭანუყვაძის გარემოცვა ამ თემაზე არ საუბრობს და კომენტარსაც არ აკეთებს.

ასევე უკომენტაროპდ დატოვეს ჩვენი კითხვები გურიის გუბერნიაში.

ჩვენმა წყარომ, ოზურგეთის მერიიდან, მოსალოდნელი ცვლილება არ გამორიცხა, რადგან, მისივე თქმით, მერაბ ჭანუყვაძესა და ახალ პრემიერს ახლო ურთიერთობები აქვს ერთმანეთთან.

რედაქცია ამ ინფორმაციის გადამოწმებას პრემიერის პრეს სამსახურში ცდილობს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share