რა აქვს სათქმელი დეკანოზ მამალაძეს ციანიდის საქმეზე? ის, ვინც სასულიერო პირის საუკუნის საქმე კარგად იცის, აანონსებს რომ დუმილის დარღვევაა საპატრიარქოსთვის მძიმე დღეების დაწყების ტოლფასი იქნება.
“საპატრიარქო შარშია” – აცხადებს მამა გიორგი მამალაძის ყოფილი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი.
ამ უკანასკნელმა თავის დროზე გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერა და თქვა, რომ საქმის მასალებში პატრიარქის მკვლელობის მცდელობაზე არაფერი იყო ნათქვამი, როგორც ამას “ოცნების” ხელისუფლების მაშინდელი მაღალჩინოსნები ავრცელებდნენ.
მიხეილ რამიშვილი ვარაუდობს, რომ დეკანოზი იმ გვარებსაც დაასახელებს, რომლებიც მას ებრძოდნენ:
”მან გააკეთა განცხადება, რომ ბრძოლა არ დამთავრებულა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, ყველაფერი გამოაშკარავდება, თუ რისთვის გაწირეს ახალგაზრდა ადამიანი და როგორ შესწირა მან ჯანმრთელობა რწმენას – მართლმადიდებლობას, ნამუსსა და ღირსებას. ეს ყველასთვის იქნება მაგალითი. მას სრული უფლება, ლეგიტიმაცია, ღირსება გამოვიდეს… გააკეთა კიდეც განცხადება, რომ გაასაჯაროებს, ყველა იმ უკანონობაზე და უსამართლობაზე ისაუბრებს, რომელიც თავიდანვე იყო, რიდესაც საზოგადოებას ატყუებდნენ – მაღალჩინოსნებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს პატრიარქის მკვლელობა აღმოფხვრეს, ამის მერე ყო ჩემგან ინფორმაცია, რომ ეს არ იყო პატრიარქზე და ეს იყო ვინმე შორენა თეთრუაშვილზე.
საპატრიარქო შარშია თავიდანვე, ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც მე ჩემს კოლეგებთან ერთად ამ ყველაფერს ვასაჯაროებდით, როგორი დაპირისპირება და როგორი პრეტენზიები იყო მაღალი სასულიერო თანამდებობის პირებისაგან. ეს იყო კონსტანტინე იაკობიშვილი და გარკვეული ჯგუფი, რომლებიც თავიდანვე ებრძოდნენ დეკანოზს თავისი სიმართლისთვის”- ამბობს ადვოკატი.
ე.წ. ციანიდის საუკუნის საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს – საპატიმროდან გათავისუფლებული დეკანოზი სიმართლისთვის ბრძოლას აანონსებს, მისი ძმა, თორნიკე მამალაძე კი მედიას ეუბნება, რომ ყველა იმ დეტალზე ფაქტებით და მტკიცებულებებით ისაუბრებენ, რომელიც საზოგადოებამ ამ დრომდე არ იცის.
თორნიკე მამალაძის თქმით, დეკანოზი საზოგადოებას ეტყვის, თუ ვინ დგას საუკუნის საქმის უკან.