მამა შალვა, კეკელია ერთ- ერთია რომელმაც ბოლო დროს მკვლელი ნარკოტიკის და მისი უკონტროლო რეალიზაციის შედეგების შესახებ ხმამაღლა საუბარი დაიწყო. ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღოლი ვერც კი ითვლის დღის განმავლობაში რამდენი ოჯახი და ნარკომომხმარებელი მიდის და დახმარებას სთხოვს. ოჯახებს არჩევანის გაკეთება უწევთ-შვილი ციხეში გაუშვან თუ გარეთ მკვლელმა ნარკოტიკმა შეიწიროს.
მამა შალვა ამბობს, რომ იყო შემთხვევები, როცა ე.წ. დამდებები ნარკოტიკებს ეკლესიის ეზოში დებდნენ.
სასულიერო პირი საზოგადოებას ამ პრობლემის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს და ძალოვანი უწყებების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.