ნავალნის დედა და ადვოკატი მის ცხედარს ვერ პოულობენ- ინფორმაციას bbc ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით:
- კოლონიაში ჩასვლისთანავე, სადაც ნავალნი იმყოფებოდა, ოპოზიციონერის დედას და ადვოკატს აცნობეს, რომ მისი ცხედარი სალეხარდის მორგში იყო.
- როდესაც დედა და ადვოკატი ქალაქის ერთადერთ მორგში მივიდნენ, ის დაკეტილი იყო. მორგში ტელეფონით უთხრეს, რომ ცხედარი არ ჰქონდათ.
- ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში, სადაც ჟურნალისტებმა გამოიძახეს, ვერ იპოვეს
- საგამოძიებო კომიტეტმა, ნავალნის გუნდის ცნობით, იტყობინება, რომ ცხედარი მეორე ჰისტოლოგიურ გამოკვლევაზე გაგზავნეს იმის გამო, რომ გარდაცვალების მიზეზი არ იყო დადგენილი.
- ამავდროულად, კოლონიაში დედას და ადვოკატს უთხრეს, რომ ნავალნი უეცარი სიკვდილის სინდრომით გარდაიცვალა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას თრომბი დაემართა.