“შესაძლებელია ყრუ ადამიანთან საუბარი?!” – უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, არ სჯერა, რომ პუტინთან მოლაპარაკებებს მშვიდობის მოტანა შეუძლია, თუმცა თვლის, რომ შესაძლებელია პუტინისთვის პლატფორმის შეთავაზება, სადაც ის თავის შეცდომას და მარცხს აღიარებს.
“შესაძლებელია თუ არა ყრუ ადამიანთან საუბარი? შესაძლებელია თუ არა საუბარი იმ ადამიანთან, რომელიც კლავს თავის ოპონენტებს? კითხვა იურიდიულ და პოლიტიკურ დონეზეა. ჩვენ შევთავაზებთ პლატფორმას, სადაც მას [პუტინს] შეეძლება მიიღოს ფაქტი, რომ წააგო ეს ომი და რომ ეს იყო დიდი შეცდომა, რაც მისთვის არის პატარა შეცდომა, ჩვენთვის კი ტრაგედია – და მთელი დემოკრატიული სამყაროსთვისაც ეს არის ტრაგედია და ამიტომ უნდა იყოს სამართლიანობა ამ საკითხში”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მან გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა ამ ომში არ წააგებს: “ყველაზე რთული იყო 24 თებერვალი ორი წლის წინ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს ეს ალტერნატივა – არ მოვიგოთ. არ არსებობს წაგების შესაძლებლობა.რადგან რა არის “უკრაინა წააგებს”? წაგება – ჩვენ იქ არ ვიქნებით,ჩვენ აღარ ვიარსებებთ, შესაბამისად, ჩვენი სიცოცხლისთვის ბრძოლის ასეთი ფინალი ნამდვილად არ გამოგვდის”.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა: “თუ ჩვენ ვიქნებით ძლიერები, ამა თუ იმ იარაღით, ჩვენ არ წავაგებთ ამ ომს, ჩვენ გავიმარჯვებთ”.