რუს უფლებადამცველს ოლეგ ორლოვს, “შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის” უკრაინის ომის წინააღმდეგ პროტესტის გამო და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფაშიზმში დადანაშაულების ბრალდებით, 2,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
70 წლის უფლებადამცველი ჯგუფის მემორიალის ლიდერს, რომელმაც 2022 წელს ნობელის პრემია მოიპოვა, ბრალი სტატიის დაწერის შემდეგ წაუყენეს, სათაურით “მათ სურდათ ფაშიზმი. მათ ეს მიიღეს”.
სასჯელის გამოტანის შემდეგ ორლოვმა განაცხადა, რომ “განაჩენმა აჩვენა, რომ ჩემი სტატია ზუსტი და ჭეშმარიტი იყო”. მას მოსკოვის სასამართლო დარბაზში მხარდამჭერებმა, მათ შორის დასავლეთის საელჩოების წარმომადგენლების აპლოდისმენტები მოჰყვა.
ბრალდების მხარემ კი განაცხადა, რომ ორლოვმა გამოავლინა “პოლიტიკური სიძულვილი რუსეთის მიმართ”. ორშაბათს სასამართლო პროცესის დასკვნით სიტყვაში მან ქვეყანაში “თავისუფლების დახშობა” დაგმო, რომელსაც მან “დისტოპია” უწოდა.
მემორიალის განცხადებაში ნათქვამია: “ოლეგ ორლოვის წინააღმდეგ გამოტანილი სასჯელი არის რუსეთში უფლებადამცველი მოძრაობის ხმის ჩახშობის მცდელობა და სახელმწიფოს მიმართ ნებისმიერი კრიტიკის. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მუშაობას.”
მისმა ცოლმა, ტატიანა კასატკინამ კი სასამართლოს გარეთ განაცხადა: “ჩვენ ერთად შევქმენით მემორიალი… მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ შევქმენით, გუნდია. გუნდი, რომელიც იმუშავებს იმისდა მიუხედავად, თავისუფალია თუ არა ოლეგი. ასე რომ, ჩვენ ვიმუშავებთ. ჩვენ ვიცხოვრებთ”.
შეგახსენებთ, რომ ორლოვს ბრალი უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე წაუყენეს. ის თავდაპირველად, გასულ წელს, საოლქო სასამართლომ 150,000 რუბლით (1,628 აშშ დოლარი) დააჯარიმა. თუმცა მისი საჩივრის შემდეგ პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა.