“ფული დავკარგე და კეთილმა ადამიანმა იპოვნა და უკან დამიბრუნა” – მადლობა

ამ დილით “გურიის მოამბეს” რედაქციას შუა ხნის მამაკაცი ესტუმრა. მისი მიზანი სავაჭრო ცენტრ “სანდომი 2020” ის თანამშრომლის, ლია აბაშმაძისათვის მადლობის გადახდის სურვილი იყო.

ტარიელ ნაჭყებია, მისივე მონათხრობით, დღეს დილით სავაჭროდ, აღნიშნულ დაწესებულებაში, ოზურგეთში რომ “ვასაძის მაღაზიად” იცნობენ, შევიდა, ვაჭრობის შემდეგ სახლისაკენ მიმავალმა – ბენზინ გასამართ სადგურზე საწვავის შეძენისას აღმიაჩინა, რომ 200 ლარამდე თანხა “სადღაც” დაკარგა.

ბატონმა ტარიელმა გადაწყვიტა შემოევლო ყველა ის ადგილი, სადაც სავარაუდოდ, თანხა დარჩენოდა….

“სანდომი 2020” ში მისვლისას მას დაკარგული-ანუ სარჩენილი თანხა უკანვე დაუბრუნეს: “ბევრი გსდიეთ ბატონო მაგრმ ვერ დაგეწიეთო’ – უთხრეს ტარიელს.

მომხდარით აღფრთივანებული მოქალაქე რედაქციის მეშვეობით მადლობას უხდის ამ სავაჭრო ცენტრს და განსაკუთრებულ მადლობას მის თანამშრომელს-ლია აბაშმაძეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share