გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ თბილისში საპროტესტო აქციები დილიდან დაიწყება

გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ თბილისში საპროტესტო აქციები და მსვლელობები დილიდან დაიწყება.

10:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტის უკანა შესასვლელთან. პარალელურად 11:00 საათიდან დაიწყება სტუდენტების მსვლელობები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით.

მასშტაბური საპროტესტო აქცია კი საღამოს 19:00 საათზე, პარლამენტის წინ გაიმართება.

15 აპრილს პარლამენტი რუსული კანონის განხილვას იწყებს. განხილვის პარალელურად პარლამენტში შესვლას ვერ შეძლებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებიც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share