როგორ გამოიყურება და სად მდებარეობს მსოფლიოს უდიდესი სამი ბირთვული ბუნკერი

როგორც ამბობენ, META (Facebook) -ის დამფუძნებელი, მილიარდერი მარკ ცუკერბერგი, რომელმაც ჰავაიზე არაერთი უძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი შეიძინა, მის ქვეშ დიდი ბუნკერის გაშენებას გეგმავს. ის ჰავაიზე 5000 კვადრატულ ფუტს ფლობს, თუმცა ეს მონაცემი არც კი უახლოვდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აგებულ უდიდეს ბუნკერებს, რომლებსაც ბირთვული შეტევის დროსაც კი შეუძლიათ ადამიანების გადარჩენა.

წარმოგიდგენთ პლანეტის სამ უმსხვილეს თავშესაფარს:

1-1712921376.jpg

ცენტრალური მთავრობის “ომის შტაბი“ – დიდი ბრიტანეთი

ცენტრალური მთავრობის “ომის შტაბი“ საიდუმლო მიწისქვეშა ქალაქია, რომელიც უილტშირში, სოფელ კუთორნის ქვეშ, 100 ფუტის სიღრმეში აშენდა.

35 ჰექტარზე გაშლილი ადგილი, სანამ პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს საბრძოლო მასალის საცავი გახდებოდა, თავდაპირველად კარიერი იყო. 1941 წელს დაემატა ყაზარმები, რასაც მოჰყვა მიწისქვეშა ქარხნის განვითარება თვითმფრინავის ძრავების კორპორაციისთვის.

2-1712921397.jpg

მიწისქვეშა ქარხნის კედლებზე ფრესკების დასახატად 1943 წელს ჩილეში დაბადებული ბრიტანელი მხატვარი ოლგა ლემანი დაიქირავეს. მაშინ საღებავების მოპოვება ჭირდა, ამიტომ ფრესკებში მხოლოდ ის ფერებია გამოყენებული, რომლითაც ქარხანა თვითმფრინავებს ღებავდა.

ლემანმა მიწისქვეშა ქარხნის ექვსი კედელი მოხტა. ნამუშევარი დღესაც კარგ მდგომარეობაშია და მათი ისტორიული მნიშვნელობის, ასევე იშვიათობის გამო, ერთ-ერთ უძვირფასეს ნამუშევრად ითვლება.

1955 წელს, როდესაც დაძაბულობა გაიზარდა, კორშამის გვირაბების ნაწილი ცენტრალური მთავრობის “ომის შტაბად“ იქცა. მალე “ბურლინგტონის ბუნკერი”, როგორც ბუნკერს იმ დროისთვის დაარქვეს, მზად იყო მიეღო სამთავრობო კაბინეტი და სხვა სამხედრო პირებიც.

მთლიანობაში, „ქალაქში“ შეიძლებოდა 4000 ადამიანის განთავსება სამი თვის განმავლობაში. ადგილი იყო აფეთქებისგან დაცული და ითავსებდა სამედიცინო დაწესებულებებს, სამზარეულოებს, სასადილოებს, ოფისებს, რუქების სანახავ ოთახს, პაბს და ბრიტანეთში სიდიდით მეორე სატელეფონო სადგურს, ასევე საცხოვრებელ ოთახებს.

ბუნკერს სასმელი წყალი მიეწოდებოდა მიწისქვეშა ტბიდან, რომელსაც დანადგარი წმენდდა. ხოლო საწვავი გენერატორებისთვის ინახებოდა 12 მასიურ ავზში. იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ მინისტრს დასჭირდებოდა ტელე მიმართვის გაკეთება, ბუნკერში განთავსებული იყო BBC TV სტუდიაც.

ბუნკერი 2005 წელს 5 მილიონ ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 10,8 მილიონი დოლარი დღეის მონაცემებით) გაიყიდა.

3-1712921415.jpg

ტიტოს ბუნკერი – ბოსნია ჰერცოგოვინა

Armijska Ratna Komanda D-0 ყველაზე მეტად ცნობილია როგორც ტიტოს ბუნკერი.

1953 წელს იუგოსლავიის პრეზიდენტმა ხოსეპ ბროზ ტიტომ ბრძანა, რომ აეშენებინათ თავშესაფარი, რომელიც კომუნისტური ლიდერის, მისი ოჯახის, პოლიტიკური და სამხედრო მრჩევლებისთვის იდეალური თავშესაფარი იქნებოდა ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში.

შედგად, მიწისქვეშა ქალაქი მდებარეობს 900 ფუტზე მეტი მიწის ქვეშ და შედგება 12 დაკავშირებული ბლოკისგან, რომლებიც მოიცავს თითქმის 70,000 კვადრატულ ფუტს. ატომური თავშესაფრის აშენებისთვის 4,6 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ის დასრულდა 1979 წელს, ტიტოს სიკვდილამდე ერთი წლით ადრე.

თავდაპირველად მხოლოდ 16-მა ადამიანმა იცოდა ბუნკერის ადგილმდებარეობის შესახებ. მუშებს, რომლებიც თავშესაფარს აშენებდნენ, ადგილამდე მიყვანის დროს თვალებს უხვევდნენ, რომ ლოკაცია არ სცოდნოდათ. შედეგად, ბუნკერი 1990-იან წლებამდე ძირითადად საიდუმლო ადგილად ითვლებოდა და დღესაც იგივე სახით არის შემორჩენილი, როგორიც თავდაპირველად იყო.

ბუნკერის ღრმა მიწისქვეშა მდებარეობის, საკვების, საწვავის და ჰაერის მარაგის წყალობით, 350 მცხოვრებს შეეძლო ექვს თვემდე ცხოვრება.

100-ზე მეტი ოთახისგან შემდგარი ლაბირინთული კომპლექსი შეიცავს საკონფერენციო ოთახებს, ოფისებს და ჰაერის ფილტრაციის სისტემებს, ასევე საცხოვრებელ ბლოკებს, მათ შორის „საპრეზიდენტო ბლოკს“.

2014 წელს მიტოვებული ბუნკერი ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ თავდაცვის სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება, სივრცე 2011 წლიდან მასპინძლობს გამოფენებს და სხვა კულტურულ ღონისძიებებს.

4-1712921430.jpg

816-ე ბირთვული სამხედრო სადგური – ჩინეთი

1960-იან წლებში ურთიერთობები ყოფილ კომუნისტ მოკავშირეებს- ჩინეთსა და სსრკ-ს შორის იმდენად გაუარესდა, რომ ცივი ომის დროს კიდევ ერთი ფრონტი განვითარდა. შედეგად, 1966 წელს ჩინეთმა დაიწყო უზარმაზარი მიწისქვეშა ბირთვული ობიექტის: 816-ე ბირთვული სამხედრო სადგურის მშენებლობა.

პროექტზე დაახლოებით 60,000 სპეციალური ინჟინერი მუშაობდა, რომლებიც სპეციალურად შეარჩიეს. ჩინეთის ლიდერი მაო ძედუნი მაშინ იმედოვნებდა, რომ “816-ე ბირთვული სამხედრო სადგური“ გახდებოდა მათი პირველი ბირთვული რეაქტორი, რომელიც გამოიმუშავებდა პლუტონიუმს.

შედეგად აიგო ერთი მილიონი კვადრატული ფუტის ფართობის ბუნკერი, რომელიც შედგებოდა 18 მთავარი გამოქვაბულის, 130-ზე მეტი გზის, გვირაბისა და შახტისგან. მის აშენებას 17 წელი დასჭირდა და ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბუნკერად.

მიუხედავად უზარმაზარი ძალისხმევისა, პროექტი არ დასრულებულა და ის დაიხურა მანამ, სანამ იქ პლუტონიუმის დამუშავება მოხდებოდა.

5-1712921477.jpg

გიგანტურ ბუნკერს შიგნით, ჰაერი ცივი და ნოტიოა, ხოლო სივრცე დიდი. ყველაზე დიდი გამოქვაბულია ბირთვული რეაქციის დარბაზი. კომპლექსის კედლები თითქმის 262 ფუტი სიმაღლეა და 82 ფუტი სიგანე და მოიცავს 139,930 კვადრატულ ფუტს.

დღეს საგანმანათლებლო დისპლეიზე ასახულია ატომური ღრუბლებისა და პლუტონიუმის დამუშავების სურათები და ტურისტებს შეუძლიათ გადაიღონ მათი ფოტო ატომური ბომბის რეალური ზომის ასლის გვერდით.

გამოქვაბულები აღჭურვილია თანამედროვე ხმის და განათების სისტემებით. ობიექტების უბნები, რომლებიც აქტიურად გამოიყენებოდა პლუტონიუმის დამუშავებაში, განათებულია მწვანე შუქით, რომელიც თავს ფანტასტიკურ ფილმში გაგრძნობინებთ.

მშენებლობის დროს, ოფიციალურად დაღუპულთა მუშების რიცხვი დაახლოებით 100-ს აღწევს, მაგრამ New York Times-ის ცნობით, მაშინ მსხვერპლი გაცილებით დიდი იყო.

ქარხანაზე მუშაობა მოულოდნელად შეწყდა 1980-იანი წლების დასაწყისში და შემდეგ ის ქიმიური სასუქის დასამზადებლად გამოიყენეს. ადგილი საზოგადოებისთვის 2010 წელს გაიხსნა.

წყარო: loveproperty.com

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share