ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის არჩევას ეხმაურება.
მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარეს ხულიგნის იმიჯი აქვს და მას სერიოზულად არავინ დაელაპარაკება.
„ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი ელჩი, რომელიც ხაბეიშვილთან დაჯდება და სერიოზული საკითხების განხილვას დაიწყებს. ის უცხო სხეულია დასავლეთისთვის, ის არის ქუჩის ხულიგანი, ასეთი იმიჯი აქვს. შესაბამისად, დასავლეთიც სკეპტიკურად შეხედავს მის კანდიდატურას და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას“, – აცხადებს ხუხაშვილი.