„ეს რომ სააკაშვილს ექნა, ერი და ბერი ჭკუიდან შეირყეოდა, ახლა კი ვითომც არაფერი“ – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ვანდალური ფაქტის შესახებ წერს. მისი ინფორმაციით, თბილისში, ნავთლუღში ეკლესია დაამგრიეს.

„ოცნების ხელისუფლებამ და ინვესტორმა დაანგრია საბჭოთა პერიოდში გაუქმებული ეკლესია თბილისში, ნავთლუღში. სრულიად უჩუმრად და უხმაუროდ ჩაიარა ამ სამარცხვინო ვანდალურმა ამბავმა 2019 წელს და მე მხოლოდ გუშინ გავიგე შემთხვევით ერთი თვითმხილველისაგან.

მგონი მართლა ტოტალური იოდდეფიციტი აქვთ ქართველებს. გუშინ დავწერე მომხდარი გაუგონარი ფაქტის შესახებ დეტალურად პოსტი და ფოტოებიც დავდე. ეს რომ სააკაშვილს ექნა, ერი და ბერი ჭკუიდან შეირყეოდა, ახლა კი ვითომც არაფერი“, – წერს ილია ჭიღლაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share