ექსპრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად უმძიმესი დაავადებებისა, მიხეილ სააკაშვილი უძლიერესი და ყველაზე გონიერია. ამის შესახებ ნიკოლოზ სააკაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„მიშას მიმართ შიშის გრძნობა აქვთ , ესენი ხომ მშიშარები და ბოროტები არიან. რა საკვირველია. დიდი ფაქტორია, კაცი უმძიმეს მდგომარეობაში, 44%-იანი კახექსიით, ამდენი დაავადებით როგორ აზროვნებს და ამ აზროვნებაში ალბათ, აჯობებს მოწინააღმდეგეთა უზარმაზარი ბანაკის, თუნდაც პარლამენტარებს, ყველას ჯიბეში ჩაისვამს იმიტომ, რომ მიშა არის ძალიან გონიერი, მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან ძლიერი პიროვნებაა. მათ უნდათ მისი სრული ინვალიდიზაცია, რომ მიშა იყოს აბსოლუტურად უშიშარი მათთვის. მინდა ხაზი გავუსვა ერთ რაღაცას, დაწყნარდნენ, დამშვიდდნენ, მიშასთან მქონდა და მაქვს კონტაქტი და ნამდვილად ვიცი, რომ არ აპირებს საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას”, – განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.