თბილისში მიმდინარე აქციას ოზურგეთშიც შეუერთდნენ და ჭადრების ბაღში ბენია ჩხიკვიშვილის ძეგლთან რუსული კანონპროექტი გააპროტესტეს.
აქციაზე, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა ‘’თავისუფლებისთვის’’ მიერ იყო ორგანიზებული, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი, მედია, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, დაუშვებელია აღნიშნული კანონპროექტის მიღება, რადგან ის ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და ხელს სამოქალაქო სექტორის მარგინალიზებას უწყობს.