”მე არ მინდა ზოგადად, საჯაროდ, ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ის [ნელი დოროყაშვილი], ყოველ შემთხვევაში არის ლუკასის დედა. ამიტომ, ჩემი ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი. მე არ მინდა ჩემს პირადზე ვისაუბრო.
მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას. ვნერვიულობდი, ზოგადად, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე ჩემს ცხოვრებაში, მით უმეტეს, როდესაც ჩემი ხმა იყო გაშვებული სატელევიზიო სივრცეში ძალიან არასწორად, ამანაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. ეს შინაარსი ზოგადად, არ ემსახურებოდა სიმართლეს, ამიტომ, ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის რთული ასატანი იყო. ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა, ახლა პრიორიტეტი არის ბავშვთან ურთიერთობის აღდგენა.”
სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო.