”მე წამს ვარ ძალიან, ძალიან გაბრაზებული, რადგან მეგონა, რომ ჩვენ შარშან გავაგებინეთ ამ მთავრობას, რა გვინდოდა, როგორი მომავალი გვინდოდა, რომ გვქონოდა ამ ქვეყანაში და რა ფასეულობები გვქონდა, ამ მთავრობამ ეს ვერ გაიგო, რაც ძალიან გასამწარებელია, გამაბრაზებელია და უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ.
ძალიან გასაგებია, რომ ჩვენი ევროპული მომავალი დგას ამ არჩევანზე, ამ კანონის მიღება-არმიღებაზე, თუ ეს მთავრობა ამ კანონს მიიღებს, მანდ დამთავრდება ჩვენი ევროპული მომავალი და ყველაფერი უნდა ვქნათ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ არ მივცეთ ამის გაკეთების საშუალება.
მე არ ვიცნობ არცერთ ადამიანს ჩემ გარშემო, არცერთ ახალგაზრდა ადამიანს, არც არაახალგაზრდას, ვინც ემხრობა ამ კანონს” –