პარლამენტთან დაკავებები დაიწყო. პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამართალდამცავები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს აკავებენ. ასევე, შსს-მ გამაფრთხილებელი სიგნალი ჩართო, რის შემდეგაც სპეცრაზმი აქციის დარბევასა და წყლის ჭავლის გამოყენებას იწყებს.
მანამდე სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს. რობოკოპებმა პარლამენტის ტერიტორიის მოქალაქეებისგან გაწმენდა დაიწყეს. ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანაც.
“მონებო” – ამ შეძახილების ფონზე მოუწიათ “ოცნების” დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს შენობის დატოვება.
კადრებში ჩანს, როგორ ჩამოდიან დეპუტატები პარლამენტში სხდომათა დარბაზიდან კიბეებზე და ამ დროს საპროტესტო აქციის მონაწილეები მათ მიმართავენ – “მონებო”.
“ჩვენ ვართ ევროპა”, Never Back to USSR – ეს სტიკერები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ფანჯრებზე მიაკრეს.
პარლამენტთან აქცია გრძელდება. შეკრებილები კანონის ხელმეორედ ინიცირებას აპროტესტებენ.