საქართველოს მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, უღალატოს ხალხს -დავით არახამია გამჭვირვალობის კანონზე

“საქართველოს მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, უღალატოს ხალხს… მსურს ტაში დავუკრა ყველა ქართველ ახალგაზრდას”, – ამის შესახებ უკრაინის ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია საუბრობს და “ქართული ოცნების” მიერ პირველი მოსმენით მიღებულ გამჭვირვალობის კანონს და თბილისში მიმდინარე აქციებს ეხმაურება.

”მე ვფიქრობ, რომ ამ კანონის დემონსტრაციით საქართველოს მთავრობა უკან შეტრიალდა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა, რადგან მათ სურთ, რომ ისინი მოსწონდეთ პუტინს, პესკოვს, მედვედევს, დუგინს და სხვა რუს პროპაგანდისტებს. მათ არ მოსწონთ რასაც ამბობენ შოლცი, მაკრონი, უსრულა ფონ დერ ლეიენი, ამიტომ ჩემთვის ეს ნათელს ხდის, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ უღალატოს საკუთარ ხალხს. იმიტომ რომ ქართველების 80%-ს სურს ევროკავშირის ნაწილი იყოს.

ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ, ქართველ ხალხს უფრო მეტად სჭირდება ევროკავშირი, ვიდრე ევროკავშირს სჭირდება საქართველო. ამიტომ, თუ ყველა ევროპული ქვეყანა ამბობს, რომ ეს კანონი ცუდია, სიღრმეებში არ უნდა ჩახვიდეთ და ამ კანონზე არ უნდა ისაუბრო. შენ უარი უნდა თქვა ამ კანონზე. მე მსურს ტაში დავუკრა ყველა ქართველ ახალგაზრდას, მათ ნამდვილად ესმით სად არის მათი მომავალი. ყველამ იცის რა მოყვა ამ კანონის მიღებას რუსეთში. მათ მოკლეს ნავალნისნაირი ხალხი, დააპატიმრეს მოწინააღმდეგეები და ახლა ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ციხეშია რუსეთში. დანარჩენებმა კი უბრალოდ დატოვეს რუსეთი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ქართველი ხალხისთვის სწორი არჩევანია.

მე ყოველთვის მეკითხებიან, რატომ არის სააკაშვილი ამ დრომდე დაკავებული საქართველოში. ამ პირობებში როდესაც ის არ არის ჩართული საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებში. ის არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც უნდა იყოს გათავისუფლებული და გადაყვანილი სხვა ქვეყანაში რეაბილიტაციისთვის. რეზოლუციის ასეთი მკაცრი ტონიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საქართველოს ყველა პარლამენტარი დასანქცირდება ევროკავშირისა და ამერიკის მიერ და ასევე დასანქცირდება მათი ოჯახის ყველა წევრი. იმიტომ რომ მმართველი პარტიის წევრთა უმეტესობის შვილები სწავლობენ ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში. მაგრამ რატომღაც ისინი არ აძლევენ შანსს სხვების შვილებს, რომ წავიდნენ ევროპაში” – ამბობს არახამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share