ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი და ბელარუსი ათდღიან წვრთნებს, რომელიც დღეს უნდა დასრულებულიყო ახანგრძლივებენ.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება რუსეთისა და ბელარუსის გარე საზღვრებთან სამხედრო აქტივობის ზრდისა და აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში მზარდი დაძაბულობის გამო მიიღეს.
ნატო აცხადებს, რომ რუსეთს ბელარუსში 30 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს და შეუძლია გამოიყენოს ისინი, როგორც დამატებითი ძალა უკრაინაზე თავდასხმისთვის, თუმცა მოსკოვი მსგავს განზრახვას უარყოფს.