„ვფიქრობ, 29-ში არანაირი დაპირისპირება არ მოხდება. აქციის ორგანიზატორები პოლიტიკოსებისგან დისტანცირებას ცდილობენ, რადგან ამ ჩვენი ერთსა და იმავეს ლაპარაკით ყელში ამოვუვედით. მე მხოლოდ ახალგაზრდების კი არ მჯერა, მჯერა ქართველი ხალხის თავისუფლების მოყვარეობის. ეს არის ჩვენი გენეტიკა და ასე გადავრჩით.
მთავრობა რომ მიტინგს მართავს, გამაგებინეთ ეს რა არის? ვის უმართავენ აქციას? ვინც ამ აქციაზე მოდის, თავის თავში ძალა უნდა იპოვოს. კარგია ხელფასი და თანამდებობა, მაგრამ საქართველოა უმთავრესი. ახლაა საქართველოს სიყვარულის დამტკიცების დრო. ხალხი, ვინც „ოცნების” აქციაზე მივა, ძალიან დემოტივირებული ხალხია. ვინც იქ მიდის, ყველა ნახირივით მიჰყავთ. უთხრეს, რომ აბა, წავიდეთო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას” მხარდამჭერები საერთოდ არ ჰყავს, მაგრამ თვითონაც ხომ იციან, რომ მასწავლებლებს ურეკავენ და სიებს ადგენენ. ეს სამარცხვინო მარშია”.
– განაცხადა ალეკო ელისაშვილმა “პალიტრანიუსში” საუბრისას.