NATO-ს ყოფილი მეთაურის, ვესლი კლარკის თქმით, ის იმედოვნებს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები არ დაუშვებენ რუსეთის კიევში შეჭრას. თუმცა, მისი განმარტებით, თუ გავითვალისწინებთ, იმას, რომ ვლადიმერ პუტინს რეჟიმის ცვლილება სურს, დიდი ალბათობით, რუსული ძალები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ქვეყნის ლიდერების სამიზნეში ამოიღება აქვთ გეგმაში.
“ამავდროულად, რუსებმა ჩრდილოეთიდან დაიწყეს სახმელეთო შეტევები კიევის მიმართულებით. ახლა კიევი იმდენად ახლოსაა, რომ დროა და ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც ახლა საომარი მდგომარეობაა გამოაცხადა, გააძლიერებს ბარიკადებს. გამოიყვანეთ სამოქალაქო დაცვა. მოემზადეთ კიევის ყველა ქუჩაზე, ყველა ბლოკთან საბრძოლველად
[…]მე მჯერა, რომ რუსები მიდიან კიევში. მათ სურთ რეჟიმის შეცვლა. მათ მიზანში ჰყავთ ამოღებული პრეზიდენტი ზელენსკი და მისი მაღალჩინოსნები”.- თქვა NATO-ს ყოფილმა მეთაურმა.
ვესლი კლარკმა მხარდაჭერის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინაზე თავდასხმა ეხება ამერიკასა და მის ევროპელ მოკავშირეებს.
“ეს არის ბატონი პუტინის მიერ მსოფლიო წესრიგზე თავდასხმა. უბრალოდ განზე დგომით პასუხის გაცემა არ შეიძლება. ასე რომ, იმედი მაქვს, ამერიკის ევროპელი მოკავშირეები და ბევრი მეგობარი ევროპაში, რომლებიც უსმენენ ამ გადაცემას, აცნობიერებენ, რომ თავდასხმა უკრაინაზე მათ და მათ ერებსაც ეხებათ. შესაბამისად, მათმა ხელმძღვანელობამ ახლა უნდა უპასუხოს”.- თქვა ვესლი კლარკმა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.
ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.