“შავი ფულის სამოთხე” საქართველოში და ბრძოლა “გამჭვირვალობის” სახელით – “მეტა-ლაბის” ანგარიში

ვის და რატომ სჭირდება გამჭირვალეობა? ის რასაც “ოცნება” სხვებისგაან ითხოვს, ირკვევა რომ თავად ნაკლებად ასრულებენ. რამდენიმე წუთის წინ ანალიტიკურმა ცენტრმა “მეტა-ლაბმა” ანგარიში წარადგინა, სადაც დეტალურად არის წარმოდგენილი, სავარაუდო დანაშაულების მთელი ქსელი. ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ მხოლოდ ერთ წელში და მხოლოდ გორში, ჩალის ფასად გასხვისებულია დიდი მასშტაბის მიწის ნაკვეთები.

დოკუმენტში ძირითადად საუბარია “ოფშორების კანონზე”, რომელიც “ოცნებამ” ივანიშვილის ქონების გადასარჩენად დაჩქარებული წესით მიიღო.

ერთი მხრივ საქართველოს მთავრობა, “გამჭვირვალობის მოტივით” ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია გამოაცხადოს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად და მეორე მხრივ, ახალისებს გაუმჭვირვალე კომპანიების საქართველოში შემოსვლას, რითიც პირველ რიგში სანქციებში მოყოლილი ოლიგარქები, მათ შორის რუსი ბიზნესმენები ისარგებლებენ, რომლებიც აქტივებს ოფშორულ ზონებში ფლობენ”, – წერია დოკუმენტში.
“მეტა-ლაბის” ანგარიშში დეტალურად არის საუბარი იმაზე, თუ რამ შეუქმნა დისკომფორტი ოლიგარქებს და რატომ აღარ არის ოფშორები მათთვის მიმზიდველი?

პანამის დოკუმენტების გაჟონვის, და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლურმა სპეცსამსახურებმა განსაკუთრებული ყურადღება მიმართეს ოფშორებისკენ, სადაც ასეულობით რუსი ოლიგარქის აქტივებია რეგისტრირებული. გაჟონილი დოკუმენტებიდან ასევე გაირკვა ისიც, რომ ერთ-ერთი ასეთი ბიძინა ივანიშვილიცაა, რომლის მფლობელობაშიც აღმოჩნდა გაურკვეველი წარმომავლობის LYNDEN MANAGEMENT LTD. საეჭვო რეპუტაციის მქონე პარტნიორებთან ერთად. ერთ-ერთი ასეთია MOSSACK FONSECA, კომპანია, რომლის მფლობელების წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლებსაც დიდი ალბათობით პატიმრობა ემუქრებათ. რომელსაც პანამას დოკუმენტების მიხედვით, პირდაპირი კავშირი ჰქონდა ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის მწარმოებელ სანქცირებულ კომპანიასთან – DCB Finance.

იმ ადამიანისგან, რომელიც თავის დროზე საფრანგეთში ერთ მისამართზე 900- მდე კომპანიას ფლობდა, ალბათ წარმოუდგენელია მხოლოდ ერთ ოფშორულ კომპანიაზე შეჩერებულიყო. ამის დასადასტურებლად, კვიპროსის მაგალითის განხილვაც საკმარისია, სადაც ივანიშვილის სახელზე რეგისტრირებული კიდევ ერთი ოფშორული კომპანიის წილებს მივაკვლიეთ – SODENK TRADING LIMITED, რომელიც 2022 წლის დეკემბერში სამართავად სხვაზეა გადაფორმებული, თავად ივანიშვილი კი ამ კომპანიას 2000 წლიდან მართავდა. ამჟამად, კომპანიას 3 სუბიექტი მართავს, 2 კერძო და 1 იურიდიული პირი. 2012 წლის ქართუ ბანკის ჩანაწერებში მეწილეებად ფიგურირებენ. სწორედ ქართუს ერთ-ერთი მეწილის და ახლა უკვე SODENK TRADING LIMITED-ის დირექტორის Androula Charilaou-ს და პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, Dmitry Mazepin ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ბრიტანეთში ახლაც მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე მილიარდ დოლარს უკავშირდება”, – წერია ანგარიშში.
ვინ ისარგებლებს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით? – ანგარიშში წერია, რომ კანონში შესული ცვლილებები მწვანე შუქს უნთებს არაკეთილსინდისიერ ბიზნესებს და სანქციების საფრთხის ქვეშ მყოფ კომპანიებს.

დასავლელი პარტნიორები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ სანქციებზე, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღებას და შეეხოს ბიძინა ივანიშვილსაც. ამიტომ სანიქციების ამოქმედებამდე ივანიშვილს შეუძლია ძალიან მარტივად გადმოიტანოს საქართველოში თავისი ქონება, ბიზნესი, ფული და ა.შ.

სანქციების შემთხვევაში ცხადია, ივანიშვილს ფულის მარტივად გადმოტანა საქართველოში გაუჭირდებოდა, რადგან ის შეიძლება ოფშორულ ზონებსაც შეხებოდა და საბანკო ოპერაციები მარტივად ვეღარ შეესრულებინა.

კანონში შესული ცვლილებები მწვანე შუქს უნთებს არაკეთილსინდისიერ ბიზნესებს, სანქციების საფრთხის ქვეშ მყოფ კომპანიებს, თუ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართულ ადამიანებს და საშუალებას აძლევს მარტივად დაარეგისტრირონ საქართველოში კომპანიები და შემდეგ უკვე ოფშორული ზონებიდან გადმოიტანონ ქონება. ეს ვითარება ყველაზე ხელსაყრელი ახლა რუსი ოლიგარქებისთვისაა, რომლებიც სწორედ ოფშორულ ზონებში ფლობენ ბიზნესებს. მითუმეტეს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლეთმა გაააქტიურა მსჯელობა ოფშორული კანონმდებლობის გამკაცრების იმ სამართლებრივი ხვრელის ამოქოლვის შესახებ, რომელიც ოლიგარქებსა და კრიმინალებს, სანქციებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს. ცნობილია, რომ ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები ახალ ინიციატივაზე მუშაობენ, რომელიც ისეთი გამჭვირვალე სტანდარტების დაწესებას მოითხოვს, რაც ოფშორული სტანდარტების მქონე კომპანიებს ოპერირებაში ხელს შეუშლის.

ბევრი ფიქრობს, რომ პარლამენტმა კანონი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს მოარგო, რომელიც სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, ოფშორებიდან საქართველოში აპირებს საკუთარი აქტივების გადმოტანას, მითუმეტეს, ამ ყველაფერს საეჭვოდ დაემთხვა ეროვნული ბანკის მიერ 7 ტონა უმაღლესი სინჯის ოქროს შეძენა, 500 მილიონ დოლარად, რაც გარკვეულ წინასწარ სამზადისზე მიანიშნებს. სავალუტო ფონდის კვლევის თანახმად, ოქროს იმ ქვეყნების ცენტრალური ბანკები ყიდულობენ, რომლებსაც საერთაშორისო სანქციების ეშინიათ. ეს ყველაფერი მეტ რისკს აჩენს, რომ ამ კანონის ამოქმედებით საქართველო რუსი ოლიგარქებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს, მითუმეტეს, მათი დასანქცირების შემდეგ, უკრაინაში ომის ფონზე, საქართველოში მომენტალურად ათასობით რუსული კომპანია დარეგისტრირდა.
“მეტა-ლაბმა” ანგარიში ხაზგასმით წერია, რომ ოფშორებში ქონების განკარგვა რუსი ბიზნესმენებისთის აშკარად საფრთხის შემცველია.

შესაბამისად საქართველოს საგადასახადო სისტემაში შესული ცვლილებები მათთვის განსაკუთრებული შესაძლებლობის ფანჯარას ხსნის, სადაც მათ „შავი ფულის სამოთხე“ დახვდებათ, რადგან ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული კომპანიები თუ რუსი ოლიგარქები ან სანქცირებულთა სიაში უკვე იმყოფებიან ან მათ მფლობელებს პატიმრობის საფრთხე ემუქრებათ.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე დასკვნის გაკეთება მარტივია, თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში, როდესაც საქართველოს მთავრობა კარს უღებს ყველაზე გაუმჭვირვალე და საეჭვო წარმომავლობის ბიზნესებს საქართველოში, რომელთა დასაფარად “გამჭვირვალობის” სახელით, დევნის და ებრძვის დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობო სექტორს”, – წერია დოკუმენტში.

newposts.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share