სამოქალაქო აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე ამბობს, რომ რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ ყველგან გამოვლენ და ქვეყნის ინტერესებს ყველგან დაიცავენ. მისი თქმით, ქვეყნის დათმობას არ აპირებენ, “ოცნებას” კი რუსეთში გაფრენა “აზიმუტით” მოუწევს.
”საქართველო უნდა გახდეს იმ ადამიანების ქვეყანა, ვინც დაუღალავად გამოდიან ყოველ დღე და იცავენ ქვეყნის ინტერესებს, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში წარმოგენილი ადამიანები იცავენ მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებს და სწორედ ამიტომ ვდგავართ აქ. სადაც ხმა მიგვიწვდება, ყველაგნ ვიქნებით და ყველგან ვიტყვით ჩვენს სათქმელს. ჩვენ არ ვაპირებთ, დავთმოთ ჩვენი ქვეყანა და თუ ვინმეს უნდა, რომ წაგვართვას ჩვენი ქვეყანა, აქვე ვეუბნებით, რომ გამორიცხულია ეს შედგეს და მათ მოუწევთ გაფრნე „აზიმუტით“ მოსკოვში” – ამბობს აქტივისტი.
ივანიშვილის “პარაგრაფი” პოლიციელების ალყაშია. სამართალდამცველები კანონის მოწინააღმდეგეებს ოლიგარქის სასტუმროს შესასვლელთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.