”სამყაროს უნდა დავანახოთ, რომ ადამიანები, რომლებიც პარლამენტში სხედან, ქართელ ხალხს არ წარმოადგენენ” – ამის შესახებ სმახიობი ნანკა კალატოზიშვილი ივანიშვილის “პარაგრაფთან” გაამრთულ აქციაზე საუბრობს. ხელოვანის თქმით, სამყარომ უნდა დაინახოს, რომ რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ იბრძვიან.
”ძალიან ბევრჯერ გამოვედით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სამყაროს დავანახოთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც პარლამენტში სხედან, არ წარმოადგენენ ქართველ ხალხს, ისინი წარმოადგენენ რუსულ პოლიტიკას. ადამიანს, რომელსაც არ უნდა რომ იბრძოლოს, იმის გვერდში არ დავდგები, ამიტომ უნა დაანახო სამყაროს, რომ შენ იბრძვი ამ ყველაფრისთვის, – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.
ივანიშვილის “პარაგრაფი” პოლიციელების ალყაშია. სამართალდამცველები კანონის მოწინააღმდეგეებს ოლიგარქის სასტუმროს შესასვლელთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.