თბილისში 3 ადამიანი დაჭრეს – სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები

ისანში, ე.წ. ზეემკას დასახლებაში გვიან ღამით სამი ადამიანი დაჭრეს. დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

ირკვევა, რომ ე.წ. ზეემკას დასახლებაში შელაპარაკება მეზობლებს შორის მოხდა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

3 ადამიანი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალშია გადაიყვანეს. მეზობლების ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს წუხელ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

“უწმაწურ სიტყვებს ამბობდნენ და ჩვენ ბიჭებს უთქვამთ, ქალებთან ერთად იყვნენ და ნუ იგინებითო, დაწყნარდითო. ამის გამო წავიდნენ და ჩამოვიდნენ დანებით სახლიდან. ცოლებს ბრიტვები ეჭირათო და ბიჭები დანებით იყვნენო. სამი ბიჭია დაჭრილი. ერთი არის უფრო მეტად, იმას ბევრი ჭრილობა აქვს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე ჯერ არაინ დაუკავებია. გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share