“გეპარდები”, დრონები, საარტილერიო ჭურვები – გერმანიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გაუგზავნა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც მოიცავს სამ გეპარდს, საბრძოლო მასალას, ტრაქტორებს, საკომუნიკაციო სისტემებს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ახალი სამხედრო დახმარება ასე გამოიყურება:

3 ერთეული “გეპარდის“ ტიპის საზენიტო ტექნიკა და 30 240 ერთეული 35 მმ-იანი საბრძოლო მასალა გეპარდისთვის; დაუზუსტებელი რაოდენობის საბრძოლო მასალა Leopard 2A6 ტანკებისთვის; 10 ვექტორული უპილოტო საფრენი აპარატი; 2 HX81 ტრაქტორი; 5 ნახევრად მისაბმელი HX81; 8 “ზეტროს” სატვირთო მანქანა; 2 გამანადგურებელი  WiSENT 1 MC; 2 სასაზღვრო მანქანა; ასევე – 2 AMPS საკომუნიკაციო დაცვის სისტემა ვერტმფრენებისთვის, 2 500 ერთეული 155 მმ ჭურვი და 25 536 ერთეული 40მმ ჭურვი ავტომატური ყუმბარმტყორცნისთვის.

ამ დახმარების გაგზავნამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარებას 2024 წლისთვის 8 მილიარდ ევრომდე გაზრდის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share