აოხრებული საფლავები და გამქრალი ძვლები – დგას თუ არა ოლიგარქი უმძიმესი ბრძანების უკან?!

აბასთუმანში, გმირთა მემორიალი მოანგრიეს და მის ქვეშ არსებული საფლავები გადათხარეს. ადგილობრივები  გამაოგნებელ დეტალებს ყვებიან და ამბობენ, რომ ძვლები, რომლებსაც მშენებლები ხვდებოდნენ, ნაგავში გადაყარეს.

რაც შეეხება მემორიალზე არსებულ დაფებს, ის სანაგვე ურნების საერთო სასაფლაოზე გადაიტანეს.  იქ დაკრძალული, აფხაზეთში დაღუპული გმირების ცხედრები ოჯახებს საკუთარ სასაფლაოებზე გადაასვენებინეს.

ადგილობრივები კამერის მიღმა ამბობენ, რომ წარმოუდგენელია ეს ბარბაროსობა აბასთუმანში ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე ხდებოდეს, რადგან აქ მიწის ერთი გოჯის გაყიდვაც კი ოლიგარქთან შეთანხმებით ხდება.

საფლავების მოთხრის და ობილისკის მონგრევის ამბის გახმაურება არავის აწყობს. როგორც ჩანს, ამ ამბავს ივანიშვილის გარემოცვა კვირების განმავლობაში მალავდა.

უკავშირდება თუ არა, აბასთუმანში, მიცვალებულების გადასვენების პროცესი, ბიძინა ივანიშვილის კურორტით დაინტერესებასა და დაბაში რეაბილიტაციის დაწყებას – ირკვევა, რომ კომპანია “თი ემ ეს”- ი, რომელიც დაღუპული ჯარისკაცების საფლავებს ტერიტორიაზე, ახლა სახლებს აშენებს ივანიშვილების ოჯახის დიდი ნდობით სარგებლობს. ამ კომპანიის აშენებულია, ბერა ივანიშვილის “ბლექ სი არენა” და ბიძინა ივანიშვილის ქუთაისის უნივერსიტეტი.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share