გურიის რესპუბლიკის საქმე – საბრალდებო დასკვნა

გაზეთ „კავკაზის“ ცნობით 1908 წლის 21 იანვარს თბილისში დაიწყო გურიის რესპუბლიკის საქმის განხილვა, იხილებოდა ბენიამინ ჩხიკვიშვილის, გიორგი მამულაშვილის, სერგო სურგულაძის, მოსე ტუღუშის, პარმენ თოთიბაძის, ნეტორ ერქომაიშვილის, სიმონ ღლონტის, სირმა ტოტოჩავას და კირილე ლომაძის საქმე;
.
22 იანვარს წაკითხული იქნა საბრალდებო დასკვნა, რომლის მიხედვითაც ოზურგეთის მაზრაში 1901-1902 წლებში დაიწყო რევოლუციური მოძრაობა, რომელიც თავდაპირველად აგრარულ საკითხების გამო დაიწყო, თუმცა შემდეგში მოძრაობა მიზნად ისახავდა რუსეთში არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობის შეცვლას. პუბლიკაციის მიხედვით რევოლუციამ პიკს მიაღწია 1905 წელს, მას შემდეგ რაც გამოცხადებული იქნა იმპერატორის 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტი.
.
გაზეთ „კავკაზის“ ცნობით გურულების მიმართ წაყენებული იქნა შემდეგი ბრალდებები:
1) რევოლუციური პროპაგანდა, რომელიც ხორციელდებოდა მიტინგების და შეკრებების მოწყობით, ასევე პროკლამაციების და არალეგალური ლიტეტარატურის გავრცელებით;
2) მემამულეთა მიწების მიტაცება;
3) იჯარის გადასახადი გადახდაზე უარის თქმა;
4) გაფიცვების მოწყობა სავაჭრო და საწარმოო დაწესებულებებში;
5) სახელმწიფო და კერძო პირების ბოიკოტა და მკვლეობა; პუბლიკაციის მიხედვით მაგალითისათვის ბრალში ასევე მითითებული იყო აზნაურ ქარივაძის, მომრიგებელი მოსამართლის ნაკაშიძის, პრისტავი კოსტავას მკვლელობა; ასევე თავდასხმა მკვლელობის მიზნით პრისტავ კვაშალზე და სტრაჟნიკებზე; თაყაიშვილის, პოდკოლზინის, მგელაძის, ჯაყელის, ჭყონიას და სხვათა ბოიკოტირებაში;
6) სახელმწიფო დაწესებულებათა განსაკუთრებით სასამართლოს და პოლიციის ბოიკოტირება, რაც მთავარია სასამართლო შეცვლილი იქნა „სახალხო სასმართლოთი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა რევოლუციური კომიტეტი;
7) საკუთარი ადმინისტრაციული დაწესებულებების და აღმასრულებელი ორგანოების შექმნა, „ათეულების“ ასეულების“ და „რაიონული წარმომადგენელების“ შექმნა;
😎 სახელმწიფო სკოლების მიტაცება;
9) სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყების მომზადებაშა ხალხის შეარაღების გზით, ე.წ. „წითელი ასეულების“ და საბრძოლო ჯგუფების შექმნაში, რომელშიც რიცხავდნენ ყველას ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, მათ შორის ზოგ შემთხვევაში ძალით;
10) სავალდებულო ფულადი გადასახადების აკრეფა, კაცზე 20 კაპიკი ყოველთვიურად, ასევე დააწესეს შეირაღების, წითელი ასეულების შენახვის და ადმინისტრაციის შენახვის გადასახადი;
11) იარაღის შეძენა და მისი დაუფლება ყველა საშუალებით, მათ შორის პოლიციაზე და კერძო პირებზე თავდასხმით;
12) ჯარის მომზადება სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, თავდასხმები სამხერდო ჩინოსნებზე და რაზმებზე;
.
ნახატი – მერაბ ბერძენიშვილის (1959 წელი)
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share