გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც თამაზ გინტურის გასვენების დღეს მის მოსკოვში გამგზავრებას ეხებოდა.
“მსგავს კითხვებზე აღარ გიპასუხებთ, არ მინდა და არ გპასუხობთ”, – ამბობს ხინჩეგაშვილი.
ამ საკითხზე კითხვა დაუსვეს გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძესაც. მისი თქმით, “გორის მერი არის გორის მერი და არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადაადგილდეს, კანონის ფარგლებში”.
კითხვაზე, მორალურად რამდენად გამართლებული იყო ხინჩეგაშვილის რუსეთში წასვლა, რაზმაძემ თქვა:
“ადამიანია ჩვეულებრივი, ვისთან წავიდა იქ და რა შემთხვევა იყო, ვერ იტყვი”.