შალვა პაპუაშვილის მიერ დაანონსებული შავი სიების შექმნას ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი X-ზე ეხმაურება.
„ძვირფასო ჟოზეფ ბორელო და შარლ მიშელ, სხვა მეტი რა არის საჭირო, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გამო საბოლოოდ დაასანქციროთ, ევროკავშირის დაფინანსება გაუყინოთ და [ევროკავშირში] მიღებაზე მოლაპარაკებების გახსნა შეწყვიტოთ? ახლა ქართული დემოკრატიის გადარჩენისა და მის [საქართველოს] ხალხთან დგომის დროა“, – წერს ლექსმანი X-ზე.