დავით ქაცარავა საოპერაციოშია – პოლიციელების მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად, მას დამტვრეული აქვს სახის ძვლები და ცხვირი. ქაცარავა ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც მისი ცოლი ამბობს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელს ერთდროულად ბევრი სპეცრაზმელი სცემდა და დაზიანებები განსაკუთრებით სწორედ თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული:
“დამირეკა რაღაც ნომრიდან და რო ავიღე ხმაზეც კი ვერ ვიცანი, რომელი ბრძანდებით მეთქი და დათო ვარ შენი მეუღლეო, ხმაზე ვერ ვიცანი. გადავყავარ ინგოროყვაშიო, სასტიკად გამისწორდნენ, დალეწილი ვარო, ასე მითხრა პირდაპირ” – ამბობს სოფო ხაჭაპურიძე.
ქაცარავას პირველი სკოლის წინ გდდ-ის წარმომადგენლებმა სცემს.