ქალბატონი პრეზიდენტისგან გავიგეთ, რომ ის გეგმავს კანონზე ვეტო-ს დადებას და მისცემს საშუალებას მთავრობას, საერთოდ გააუქმოს ეს სამწუხარო საკანონმდებლო ინიციატივა. არ უნდა არსებობდეს ილუზია, რომ კოსმეტიკური ცვლილებები ამ კანონს დემოკრატიის ან ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს. ეს კანონი არ შეესაბამება ევროპულ არჩევანს.
თქვენ არ შეგიძლიათ გაასწოროთ ის, რაც ფუნდამენტურად გატეხილია. ჩვენი ჭეშმარიტი ინტერესია, დავეხმაროთ საქართველოს ევროპული მოგზაურობის განხორციელებაში საბოლოო დანიშნულებამდე. საქართველო ევროპას ეკუთვნის. როგორც ზურაბ ჟვანიამ სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანდა – მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი – დიახ, თქვენ ხართ.