“კობახიძე….თუ გგონია, ასე შეინარჩუნებ კანდიდატის სტატუსს…ცდები”-მარკეტა გრეგოროვა

კობახიძე, თუ გგონია, ასე შეინარჩუნებ კანდიდატის სტატუსს, ცდები, – ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

“ეს კაცი [დავით ქაცარავა] საავადმყოფოში წევს მოტეხილი ყბით, ქირურგიულ ოპერაციას უტარებენ. დავით ქაცარავა 2022 წელს მოხალისედ წავიდა საბრძოლველად უკრაინაში. რუსეთის შესაძლებლობები იქ ვერ მისწვდა, მაგრამ მისწვდა საქართველოში.

თუ გგონია, რომ ასე შეინარჩუნებ კანდიდატის სტატუსს, კობახიძე, მაშინ ცდები”, – წერს მარკეტა გრეგოროვა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share