“მათ დაიწყეს ჩვენთან დიდი ომი. საქართველოს ყველა მოქალაქე იქნება აქ, იდგება იქამდე, სანამ ეს მთავრობა არ წავა თავისი ნებით” – ამის შესახებ პარლამენტთან აქციაზე მისული ანიტა რაჭველიშვილი ამბობს.
რაჭველიშვილი რუსული კანონის დამტკიცების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს და თვლის, რომ მათ ქვეყანა გაყიდეს.
მათ დაიწყეს ჩვენთან დიდი ომი. საქართველოს ყველა მოქალაქე იქნება აქ, იდგება იქამდე, სანამ ეს მთავრობა არ წავა თავისი ნებით. იმიტომ, რომ ჩვენ არ დავეთანხმებით არასდროს მათ კრუსს რუსეთისკენ. მათ გაყიდეს საქართველო 67 წამში, ამას არასდროს დავეთანხმებით და არ მივიღებთ. აქ არის კრიზისი საქართველოს არსებობის-არ არსებობის,“ – ამბობს ანიტა რაჭველიშვილი.
რაჭველიშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც ამტკიცებს, რომ ევროპული და ამერიკული სტანდარტების შესაბამისად
კობახიძეს სირაქლემის პოზიციდან გამოძრომა არ უნდა და რატომღაც მიაჩნია, რომ მისი განცხადებები რაიმე რეალობას შეესაბამება, აბსურდული და სასაცილოა ყველა მათი განცხადება… რას ეძახის კობახიძე სიამაყეს, რომ სცემეს დაუნდობლად საქარველოს გმირები? ადამიანები, ვინც იდგნენ და ჩვენს საზღვრებს იცავდნენ? – სამარცხვინო ხართ, ბატონო კობახიძე, ამ განცხადებისთვის. ეს არის საქართველო, აქ ვინც დგას, ის არის საქართველო, თქვენ არ ხართ საქართველო, თქვენ რუსეთი ხართ,” – ამბობს რაჭველიშვილი.