ვახტანგ ზენაიშვილი – ” ოჯახის სიწმინდის” დღე აბსოლუტურად ხელოვნური და რეალურ საჭიროებას მოკლებული

ვახტანგ ზენაიშვილი

“ოჯახის სიწმინდე” ერთობ არაკონკრეტული, ძალიან ზოგადი აზრის მატარებელია. ამ საკითხზე ერთგვაროვანი აზრი, რაღაც უცვლელი და წარუვალი, ვერ იქნება. ბევრს გონია, რომ ოჯახი ადამიანის გამოგონებაა. აი, მოიფიქრა და შექმნა.

მატრიარქატის დროს როგორი იყო ოჯახი და რა ფასეულობებზე იყო დაფუძნებული? ან შუასაუკუნეებში? ხევსურეთში მაგალითად მამაკაცისთვის ბავშვის ხელში დაჭერა სირცხვილი იყო.

ალექსი ჭინჭარაულს აქვს ამ საკითხზე. რა ფასაეულობები წამოსწია საოჯახო ურთიერთობებში თანამედროვეობამ? საბაზრო ეკონომიკამ?

ამაზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ოჯახი ,ისევე როგორც საზოგადოება, ადამიანური ყოფიერება ევოლუციური პროცესია. მისი განვითარების, გნებავს ცვლილებების შინაგანი ლოგიკა ადამიანის მოფიქრებული გეგმით არ მიმდინარეობს, სპონტანურად, ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად ყალიბდება.

ამდენად ოჯახს ვერავითარი ხელოვნური დაპირისპირებით, პროპაგანდა აგიტაციით ვერაფერს დააკლებ. ისევე როგორც ვერ შეინარჩუნებ შენთვის ძვირფასს თუ მას საზოგადოების განვითარების შინაგანი , ჩვენგან დამოუკიდებელი ლოგიკა განაჩენს გამოუტანს!

სხვანაირად რომ იყოს ოჯახს იმდენი მტერი ყავს იდიოტი მემარცხენეების, თუნდაც სოციალისტების სახით, რომ აქამდე გაანადგურებედნენ.

ამდენად ” ოჯახის სიწმინდის” დღე აბსოლუტურად ხელოვნური და რეალურ საჭიროებას მოკლებული მგონია. თუმცა არავის ვუშლი მის აღნიშვნას. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას: ამ ცნების მთავარი არსი ისაა, რომ ჩვენ , ადამიანებს იმის თქმის უფლება გვაქვს რაც შეიძლება სხვებს არ მოსწონდეს. ჩვენს გრძნობებს შეურაცხჰყოფდესს და ა.შ. ესაა თავისუფლების ფასი. თუ აქ საზღვრებს დავაწესებთ და ვიღაც ზემდგომი განსაზღვრავს რისი თქმა შეიძლება და რისი არა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ სწორედ სიმართლე და განვითარება, დაზარალდება!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share