რანის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე “სიცოცხლის ნიშნები” არ შეინიშნება. პრეზიდენტთან ერთად ვერტმფრენში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანიც იმყოფებოდა.
გამოცემა Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ “პრეზიდენტი რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდნის შედეგად სრულად დაიწვა […] სამწუხაროდ, ვშიშობთ, რომ ყველა მგზავრი დაიღუპა”.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ჩამოვარდნის ადგილი და ვითარება კარგად არ გამოიყურება” – განუცხადა სამთავრობო მედიას წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, “ჩამოვარდნის ადგილის აღმოჩენასთან ერთად, ვერტმფრენის მგზავრებს შორის სიცოცხლის ნიშნებს ვერ მივაგენით”.