ეპოქალური ფრანგი რეჟისორი, ჟან-ლუკ გოდარი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Liberation-ი გოდარის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა რეჟისორმა შემოქმედებითი კარიერა 1960 წელს გადაღებული ფილმ Breatheless-ით დაიწყო. გოდარის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრებია My Life to Live, Contempt, Pierrot le Fou, A Woman Is a Woman და Histoire(s) du cinéma.