კარიკატურისტი ზალიკო სულაკაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მას გურიიდან დაუკავშირდნენ და ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის დახატვა სთხოვეს, ნახატის დასრულების შემდეგ კი მას გურული ქოქოლა დააყარეს:
”მოგესალმებით ჩემო ძვირფასო გურულებო..
მე თავად ნახევრად გურულს ასეთი ამბავი შემემთხვა და მინდა მოგიყვეთ..
რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდნენ გურიიდან და ოზურგეთის მერის დახატვა მთხოვეს.. მე მთხოვეს.. კარიკატურისტ (ხაზს ვუსმევ, კატიკატურისტს) ზალიკო სულაკაურს ..
თანაც დიიიდ ფორმატზე, რაც ხვდებით ალბათ მეტ რესურსს მოითხოვს..
მოკლედ დავხატე დიიდი ნახატი და გახარებულმა ჩავუგდე ფოტო დამკვეთს.. და აღფრთოვანების ნაცვლად მივიღე გურული ქოქოლა
ჩვენ ნამდვილი პორტრეტი გვინდოდაო..
ჰოდა ვზივარ ეხლა და ვუყურებ ამ თქვენს მერს და ვფიქრობ რა ვუყო..
მთლად გამოფენებზე არ გამომადგება და აბა დახევითაც ხომ ვერ გადავხევ..
ჰოდა ვიფიქრე ჩემს გურულებს ვაჩვენებ და მოვუყვები ამ ამბავსთქო.. იქნებ თავად მერიც ამ ჯგუფშია და კითხულობს ისტორიას მასზე და ეცინება..
ჰოდა მოდით ასე ვქნათ..
გამოვაცხადოთ აუქციონი..
სიმბოლურად ნახატს ერთ ლარს დავადებ და აბა ვნახოთ ვინ რამდენს გაიმეტებს მისი მერის გასახარებლად. ” – წერს სულაკაური.