ოზურგეთის ეკლესიის მღვდელი, ვახტანგ თოხაძე. რომელსაც დღეს მღვდელმსახურება შეუჩერდა, განაგრძობს პუტინის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას.
მისი თქმით ქართველი ჯარისკაცების დახოცვის გამო რუსების დადანაშაულება არასწორია.
“დააკვირდი შენ ცხოვრებას, რაფერ გლახად წავიდეს”, – ასე მიმართავს ოზურგეთის ეკლესიის მღვდელი “ტვ პირველის” ჟურნალისტს.
”შენ გინდა რომ დაიწყოს უკრაინაში ომი, დაწყდნენ ქართველი ბიჭები, მერე დაიკავებ სურათს ხელში და იტყვი რუსებმა მოგვიკლესო”, – ამბობს ვახტანგ თოხაძე.
წყარო – ტვ პირველი