როდის იწყება და რამდენ ხანს გასტანს საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

სასწავლო პროცესის დასრულებამდე რამდენიმე ოფიციალური უქმე დღეა დარჩენილი, რა დროსაც მოსწავლეები დაისვენებენ:

  • 3 მარტი – დედის დღე
  • 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

რაც შეეხება საგაზაფხულო არდადეგებს, ის 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით
გაგრძელდება.
ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი).

აღდგომა 24 აპრილსაა, შესაბამისად, მოსწავლეები 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share