კონტრაქტით აყვანილ რუს სამხედროები, რომლებმაც საომარ მოქმედებებზე უარი განაცხადეს, სამხედრო სამსახურიდან გარიცხეს და დოკუმენტში ჩაუწერეს, რომ მიდრეკილია ღალატისკენ. ამის შესახებ ჯარისკაცების ადვოკატმა, მაქსიმ გრებენიუკმა, განაცხადა.
უფლებადამცველის ცნობით, კონტრაქტზე მყოფ რუს სამხედროებს იმედი ჰქონდათ, რომ სირიაში 7 თვიანი ბრძოლების შემდეგ მიეცემოდათ დასვენებისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობა, ამიტომაც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ჩართვაზე უარი განაცხადეს.
როცა მათი გათავისუფლების ბრძანებას 136-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურმა ხელი მოაწერა, დოკუმენტში ჩაუწერა, რომ ისინი მიდრეკილი არიან ღალატისა და სიცრუისკენ, რადგან უარი განაცხადეს დონეცკში, ლუგანსკსა და უკრაინაში ბრძოლაზე.
ადვოკატი გრებენიუკი აცხადებს, რომ აღნიშნული ჩანაწერი დოკუმენტში იმის გამო გაკეთდა, რომ დასაჯონ კონტრაქტზე მყოფ პირები და მათ სამართალდამცველ უწყებებში მუშაობის შანსი გაუნულდეთ.